Empowering Georgia’s Private Sector to Comply with Georgia’s New Labor Legislation: Success Stories from Business Associations

Together with the Solidarity Center, the Center for International Private Enterprise (CIPE) is managing a project, “Engaging Workers and Civil Society to Strengthen Labor Law Enforcement,”* in Georgia. The program was launched in 2020 and is funded by the U.S. Department of Labor.

Under this project, CIPE works with private sector representatives on four core areas: raising awareness on Georgia’s recent labor legislation changes; building the private sector’s capacity to comply with the new legal provisions; encouraging a constructive dialogue among employers, workers, and government; and advocating for equitable reform across all sectors. CIPE and the Solidarity Center work together on these activities by organizing and hosting events, training, and dialogue sessions across Georgia’s regions.

Mariam Kuchuloria, CIPE Private Sector Engagement Advisor, delivers an opening speech to an audience gathered to present outcomes of trainings held under the CIPE’s small grants program.
მარიამ ქუჩულორია, CIPE-ს კერძო სექტორის ჩართულობის მრჩეველი, შესავალი სიტყვით მიმართავს CIPE-ს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების შედეგების პრეზენტაციისათვის შეკრებილ აუდიტორიას.

In September 2020, Georgia’s Parliament amended the country’s Labor Code. These amendments came after progressive occupational health and safety laws were passed to significantly expand occupational safety and health (OSH) laws to all economic sectors from 2019. New amendments enacted in 2020 included regulated break and leisure time, the introduction of paternal leave, accommodation for persons with disabilities, strengthened anti-discrimination provisions in employment, a formal legal framework for internships, and a mandatory written form for labor contracts that exceed one month. These reforms also expanded the authority of the Georgian Labor Inspection Office to enforce the new regulations as well as investigate OSH law violations and impose sanctions.

Educating Employers on Changes to Labor Legislation

One of the top goals for this project is for Georgian employers to gain a strong understanding of their rights and obligations under the new labor legislation. To date, CIPE has held three full-day training sessions for 17 Georgian business associations. Following these sessions, 12 associations applied for grant funding to further train their member companies on OSH laws and labor rights. From August to December 2021, eight business associations trained 467 business representatives across the country on how to comply with OSH and labor rights policies. These associations were:

  • Georgian Farmers Association
  • Retail Association
  • Confederation of Safety and Health Organizations
  • Georgian Employers Association
  • Institutional and Capacity Development Center
  • Infrastructure Construction Companies Association
  • Association of Law Firms of Georgia
  • Georgian Waste Management Association

In addition to providing training sessions, several business associations developed additional awareness-raising resources. For example, the Georgian Employers Association prepared a guidebook on Georgia’s Labor Code for employers. Additionally, the Georgian Farmers Association produced three (1,2,3) educational videos and a guidebook for farmers and workers employed in the agriculture sector. The Retail Association also published eight (1,2,3,4,5,6,7,8) animated videos to raise awareness about workplace safety and labor rights for the retail sector.

The Infrastructure Construction Companies Association (ICCA) conducts their first training session in Tbilisi covering construction safety under CIPE’s small grants program.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA) ატარებს პირველ ტრენინგს თბილისში, სამშენებლო უსაფრთხოების საკითხებზე CIPE-ის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

Thanks to CIPE’s small grants program, the associations’ training engaged private sector representatives across nine of the eleven regions in Georgia. The Georgian Employers Association held training sessions in Kutaisi to reach companies based throughout the Imereti region. The Retail Association, Georgian Waste Management Association and Institutional Capacity and Development Center trained private sector representatives from Kakheti, Adjara, Guria, Shida Kartli, Kvemo Kartli, Samegrelo, Samtskhe-Javakheti, and Mtskheta Mtianeti. Additionally, the Georgian Waste Management Association provided a free labor safety audit for three of its Tbilisi-based member companies who attended their previous training sessions on labor compliance.

Training Sessions Achieve Quick Compliance Wins

Thanks to CIPE’s partner initiatives under the small grants program, 211 companies have reported making changes to their internal policies to improve compliance with Georgia’s labor legislation. Some examples of implemented changes include:

  • Five infrastructure companies began enforcing overtime pay rules.
  • A construction company began providing video and audio instructions on labor safety measures twice a month.
  • Retail companies separated probationary and internship contracts from each other due to fundamental differences in rights and responsibilities under the new legislation.
  • Companies introduced antidiscrimination provisions in bylaws and revised employment contracts to ensure employees’ rights to work breaks and paid leave.
  • Thirty-one companies renewed their risk assessment and accident investigation policies, designed internal OSH training programs, and established a formal OSH department.

Exchanging Best Practices and Plans for Moving Forward

In early February 2022, participating business associations gathered in Tbilisi to share the results of their training programs. Following the presentations, the associations met with members of the Georgian Trade Unions Confederation (GTUC) to discuss the impact of their training and agree on next steps to strengthen the execution of Georgia’s updated labor legislation across the private sector. View a video from this event here.

Ilia Kunchulia, Health, Safety and Environmental Manager of the Georgian Farmers Association, presents the results of the association’s OSH trainings under CIPE’s small grants program.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის  შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერი ილია კუნჭულია წარმოგიდგენთ ასოციაციის OSH ტრენინგების შედეგებს CIPE-ს მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

CIPE plans to continue promoting private sector compliance with Georgia’s labor legislation by producing additional labor-related educational materials, including brochures (1,2), OSH manuals, and educational videos.  CIPE plans to train Georgian business associations on policy advocacy to help the private sector develop a strategy for social dialogue with government and trade union representatives. Additionally, business associations and companies will have the opportunity to join CIPE training workshops on integrated compliance to learn how to identify, address, and eliminate corruption risks while implementing the updated labor legislation. Furthermore, in cooperation with the Georgian Chamber of Commerce and Industry, CIPE is planning to launch large-scale training programs in Adjara, Imereti, Samegrelo, Shida Kartli, Kvemo Kartli, and Kakheti regions of Georgia, reaching over 200 business representatives.

CIPE’s Safe Business is Your Choice awareness campaign is scheduled to run through summer 2022. If you would like to participate in the campaign, join its Facebook Group. If your organization would like to collaborate on an awareness-raising project regarding labor compliance, please reach out to Mariam Kuchuloria (mkuchuloria@cipe.org), CIPE Private Sector Engagement Advisor, or Anri Abuladze, CIPE Program Associate (aabuladze@cipe.org). Additionally, please subscribe to CIPE Europe & Eurasia’s regular newsletter to receive all future updates connected to the campaign and the future outcomes of this small grants program. Finally, please follow CIPE’s Europe and Eurasia team on Facebook, LinkedIn, and Twitter.

*Funding for this project is provided by the United States Department of Labor under cooperative agreement number IL-32531-18-75 K, through a sub-award from the Solidarity Center. 100% of the total costs of the project or program is financed with federal funds, for a total of $580,000. This material does not necessarily reflect the views or policies of the United States Department of Labor, nor does mention of trade names, commercial products, or organizations imply endorsement by the United States Government.


საქართველოს კერძო სექტორის გაძლიერება შრომის ახალი კანონმდებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის: ბიზნეს ასოციაციების წარმატების ისტორიები

სოლიდარობის ცენტრთან ერთად, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი (CIPE) საქართველოში ახორციელებს პროექტს „“დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შრომის სამართლის აღსრულების გაძლიერებისათვის”. პროექტი 2020 წელს დაიწყო და დაფინანსებულია აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მიერ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში CIPE მუშაობს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ოთხი ძირითადი მიმართულებით: საქართველოს შრომის კანონმდებლობის ბოლო ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლება; კერძო სექტორის შესაძლებლობების განვითარება განახლებული შრომის კანონმდებლობის აღსრულების მიზნით; დამსაქმებლებს, დასაქმებულებსა და მთავრობას შორის კონსტრუქციული დიალოგის წახალისება და ყველა სექტორში სამართლიანი (თანაბრად ხელმისაწვდომი) რეფორმის ადვოკატირება. CIPE და სოლიდარობის ცენტრი ერთობლივად მუშაობენ აღნიშნულ აქტივობებზე საქართველოს რეგიონებში ღონისძიებების, ტრენინგებისა და დიალოგზე ორიენტირებული მრგვალი მაგიდების ორგანიზებითა და მასპინძლობით.

მარიამ ქუჩულორია, CIPE-ს კერძო სექტორის ჩართულობის მრჩეველი, შესავალი სიტყვით მიმართავს CIPE-ს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების შედეგების პრეზენტაციისათვის შეკრებილ აუდიტორიას.

მარიამ ქუჩულორია, CIPE-ს კერძო სექტორის ჩართულობის მრჩეველი, შესავალი სიტყვით მიმართავს CIPE-ს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების შედეგების პრეზენტაციისათვის შეკრებილ აუდიტორიას.

2020 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ქვეყნის შრომის კოდექსში. აღნიშნული ცვლილებების ინიცირება მოხდა მას შემდეგ, რაც 2019 წელს მიღებულ იქნა შრომის უსაფრთხოების პროგრესული კანონები, რომელთაც მნიშვნელოვნად გააფართოვეს შრომის უსაფრთხოების (OSH) რეგულაციები ყველა ეკონომიკური სექტორისთვის.  2020 წელს ამოქმედებული ახალი ცვლილებები მოიცავდა შესვენებისა და შვებულების დროის რეგულირებას, მამებისათვის დეკრეტული შვებულების შემოღებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გონივრული მისადაგების პრინციპის დანერგვას, დასაქმების მიმართულებით ანტიდისკრიმინაციული დებულებების გაძლიერებას, სტაჟირების ფორმალური საკანონმდებლო ბაზის შექმნას და ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობის შრომითი ხელშეკრულებებისათვის სავალდებულო წერილობითი ფორმის შემოღებას. ამ რეფორმებმა ასევე გააფართოვა საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილება ახალი რეგულაციების აღსრულების, შრომითი უფლებების/შრომის უსაფრთხოების მონიტორინგისა და სანქციების დაწესების მიმართულებით.

დამსაქმებელთა ცოდნის ამაღლება შრომის კანონმდებლობის ცვლილებების შესახებ

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ქართველმა დამსაქმებლებმა კარგად გაიაზრონ შრომის ახალი კანონმდებლობით განსაზღვრული  უფლებები და მოვალეობები. დღეისათვის CIPE-მა 17 ქართული ბიზნეს ასოციაციისთვის სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ამ სესიების შემდეგ 12-მა ასოციაციამ მიმართა CIPE-ს მცირე გრანტების მიღების მიზნით მათი წევრი კომპანიების შემდგომი გადამზადებისათვის შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების მიმართულებით. 2021 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რვა ბიზნეს ასოციაციამ მოამზადა 467 ბიზნეს წარმომადგენელი შრომის უსაფრთხოების დაცვისა და შრომითი უფლებების პოლიტიკის განხორციელების საკითხებზე. ეს ასოციაციებია:

  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  • საცალო ვაჭრობის ასოციაცია (რითეილ ასოციაცია)
  • შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია
  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
  • ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი
  • ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
  • საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
  • საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია

ტრენინგების ჩატარების გარდა, ზოგიერთმა ბიზნეს ასოციაციამ ასევე შეიმუშავა ცნობიერების ამაღლების დამატებითი რესურსები. მაგალითად, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ დამსაქმებლებისთვის მოამზადა სახელმძღვანელო საქართველოს შრომის კოდექსის შესახებ. გარდა ამისა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ მოამზადა სამი (1, 2, 3) საგანმანათლებლო ვიდეო და სახელმძღვანელო სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ფერმერებისა და თანამშრომლებისათვის. საცალო ვაჭრობის ასოციაციამ (რითეილ ასოციაცია) ასევე გამოაქვეყნა რვა ( 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 ) ანიმაციური ვიდეო საცალო ვაჭრობის სექტორისთვის სამუშაო ადგილის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA) ატარებს პირველ ტრენინგს თბილისში, სამშენებლო უსაფრთხოების საკითხებზე CIPE-ის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

CIPE-ის მცირე გრანტების პროგრამის მეშვეობით, ასოციაციების ტრენინგმა მოიცვა კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს  ცხრა რეგიონში. იმერეთის რეგიონის კომპანიებისათვის  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ ტრენინგები ქუთაისში ჩაატარა. საცალო ვაჭრობის ასოციაციამ (რითეილ ასოციაციამ), საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციამ და ინსტიტუციური შესაძლებლობების და განვითარების ცენტრმა მოამზადეს კერძო სექტორის წარმომადგენლები კახეთიდან, აჭარიდან, გურიიდან, შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან, სამეგრელოდან, სამცხე-ჯავახეთიდან და მცხეთა-მთიანეთიდან. გარდა ამისა, საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციამ უზრუნველყო შრომის უსაფრთხოების უფასო აუდიტი თბილისში დაფუძნებული სამი წევრი კომპანიისთვის, რომლებიც ესწრებოდნენ წინა ტრენინგებს შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.

ტრენინგის სერიები შესაბამისობის მიღწევის სწრაფ შედეგს იძლევა

მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში CIPE-ის პარტნიორი ბიზნეს ასოციაციების ინიციატივების ფარგლებში ჩართულმა 211-მა კომპანიამ განაცხადა, რომ ცვლილებები შეიტანა შიდა პოლიტიკაში საქართველოს შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის გასაუმჯობესებლად. განხორციელებული ცვლილებების რამდენიმე მაგალითია:

  • ხუთმა ინფრასტრუქტურულმა კომპანიამ დაიწყო ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესების აღსრულება.
  • Ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ თვეში ორჯერ დაიწყო შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვიდეო და აუდიო ინსტრუქციების დასაქმებულთათვის მიწოდება.
  • საცალო ვაჭრობის კომპანიებმა ერთმანეთისგან გააცალკევეს გამოსაცდელი ვადისა და სტაჟირების ხელშეკრულებები.
  • კომპანიებმა შემოიღეს ანტიდისკრიმინაციული დებულებები მარეგულირებელ აქტებში და გადააკეთეს შრომითი ხელშეკრულებები, რათა უზრუნველეყოთ თანამშრომლების უფლებების დაცვა სამუშაო შესვენებისა და ანაზღაურებად შვებულებებთან მიმართებაში.
  • ოცდათერთმეტმა კომპანიამ განაახლა რისკების შეფასების და ინციდენტების მოკვლევის პოლიტიკა, შეიმუშავა შიდა OSH სასწავლო პროგრამები და ჩამოაყალიბა ოფიციალური OSH დეპარტამენტი.

საუკეთესო პრაქტიკისა და გეგმების გაცვლა წარმატებული წინსვლისთვის

2022 წლის თებერვლის დასაწყისში, მონაწილე ბიზნეს ასოციაციები შეიკრიბნენ თბილისში მცირე გრანტების პროგრამის შედეგების გასაზიარებლად. პრეზენტაციების შემდეგ, ასოციაციები შეხვდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების კონფედერაციის (GTUC) წევრებს, რათა განეხილათ მათი ტრენინგის გავლენა და შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე კერძო სექტორში საქართველოს განახლებული შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების აღსრულების გასაძლიერებლად. იხილეთ ვიდეო აღნიშნული ღონისძიებიდან აქ.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის  შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერი ილია კუნჭულია წარმოგიდგენთ ასოციაციის OSH ტრენინგების შედეგებს CIPE-ს მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

CIPE გეგმავს, გააგრძელოს კერძო სექტორის საქართველოს შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ხელშეწყობა შრომასთან დაკავშირებული დამატებითი საგანმანათლებლო მასალების, მათ შორის ბროშურების (1, 2), OSH სახელმძღვანელოებისა და საგანმანათლებლო ვიდეოების მომზადებით. CIPE გეგმავს, მოამზადოს ქართული ბიზნეს ასოციაციები პოლიტიკის ადვოკატირებაში, რათა დაეხმაროს კერძო სექტორს მთავრობისა და პროფკავშირების წარმომადგენლებთან სოციალური დიალოგის სტრატეგიის შემუშავებაში. გარდა ამისა, ბიზნეს ასოციაციებსა და კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა შეუერთდნენ CIPE-ის მიერ დაგეგმილ ტრენერების ტრენინგს ინტეგრირებული შესაბამისობის შესახებ. აღნიშნული ტრენინგის გავლის შემდეგ ბიზნეს ასოციაციებს უკეთესად შეძლებენ კორუფციული რისკების იდენტიფიცირებას, მოგვარებასა და აღმოფხვრას განახლებული შრომის კანონმდებლობის დანერგვისას. გარდა ამისა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, CIPE გეგმავს ფართომასშტაბიანი სასწავლო პროგრამების დაწყებას საქართველოს რეგიონებში: აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში, რომელშიც 200-ზე მეტი ბიზნეს წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

CIPE-ის Safe Business is Your Choice(უსაფრთხო ბიზნესი თქვენი არჩევანია) ცნობიერების ამაღლების კამპანია დაგეგმილია 2022 წლის ზაფხულამდე. თუ გსურთ კამპანიაში მონაწილეობა, შემოუერთდით ფეისბუქ ჯგუფს. თუ თქვენს ორგანიზაციას სურს, ითანამშრომლოს შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ცნობიერების ამაღლების პროექტთან, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარიამ ქუჩულორიას (mkuchuloria@cipe.org), CIPE კერძო სექტორის ჩართულობის მრჩეველს, ან ანრი აბულაძეს, CIPE-ის პროგრამის ასისტენტს (aabuladze@cipe.org). გარდა ამისა, გთხოვთ გამოიწეროთ CIPE ევროპისა და ევრაზიის რეგულარული საინფორმაციო ბიულეტენი, ყველა იმ სიახლის მისაღებად, რომელიც დაკავშირებულია კამპანიასთან და ამ მცირე საგრანტო პროგრამის სამომავლო შედეგებთან. და ბოლოს, გთხოვთ, თვალი ადევნოთ CIPE-ს ევროპისა და ევრაზიის გუნდს Facebook-ზე , LinkedIn-სა და Twitter-ზე .

*დაფინანსებას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტი თანამშრომლობითი ხელშეკრულების IL-32531-18-75 K საფუძველზე, სოლიდარობის ცენტრის ქვე-კონტრაქტის ფარგლებში კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან მიმართებით. პროექტის ან პროგრამის მთლიანი ღირებულების 100% ფინანსდება ფედერალური ფონდებით, რაც შეადგენს 580,000 დოლარს.

აღნიშნული ფაქტი აუცილებლად არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის შეხედულებას ან პოლიტიკას და არც სავაჭრო მარკის, კომერციული პროდუქტების ან ორგანიზაციების ხსენება გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან უპირობო მხარდაჭერას

Published Date: March 31, 2022